08:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 16:33:18, 1890 ნახვა

რეგიონი
ქედის მერმა 2021 წლის 12 საპატიო ქედელი დააჯილდოვა

ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ პირველ მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, 2021 წლის 12 საპატიო ქედელი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობების, ქედის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების სამსახურში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის გათვალისწინებით დააჯილოვა.

ღვაწლმოსილი ქედელის წოდება წილად ხვდა ნანული დიასამიძეს, დურმიშხან ბოლქვაძეს, ლამარა ბერიძეს, სურიე ჩიკვაიძეს, მარინე ბერიძეს და ქემალ სალაძეს.

აღსანიშნავია, რომ გენდერულმა საბჭომ მარინე ბერიძის კანდიდატურა პანდემიასთან ბრძოლის დროს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამო წარადგინა. საპატიო ქედელის წოდება კი, არჩილ დიასამიძეს, ნოდარ ბარამიძეს, ბესიკ ბერიძეს, ქეთო საფარიძეს და შოთა ანანიძეს მიენიჭა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ მოწვეულ სტუმრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მუნიციპალიტეტის სახელით გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics