05:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 13:41:38, 1900 ნახვა

რეგიონი
კასპის ტექნოპარკში ახალი თანაშექმნის სივრცის, „კომლის“ კასპის სათემო ფორუმი გაიმართა

კასპის ტექნოპარკში გაიმართა ახალი თანაშექმნის სივრცის, "კომლის" კასპის სათემო ფორუმი.

ფორუმის მიზანია ერთად მოუყაროს თავი ყველა იმ ორგანიზაციას თუ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია მუნიციპალიტეტის განვითარებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომლის მშენებლობა, რომელიც იქნება თანამონაწილეობრივი. სივრცის ძირითადი ფუნქციებია: თანაშექმნის სივრცე რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, ორგანიზაციებს, მკვლევარებს და არტისტებს სთავაზობს სივრცის გამოყენებას შეხვედრებისათვის, გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტის/ნამუშევრის/წიგნის/კვლევის თანაშექმნისათვის.

ფორუმის ფარგლებში კასპის ტექნოპარკმა წარადგინა წლის აქტივობების ანგარიში.

კასპის კოლეჯის წარმომადგენელმა პანელური დისკუსიის ფარგლებში, აუდიტორიას გააცნო კოლეჯის მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები და საქმიანობა. ამასთანავე, ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ხარისხიანი განათლების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.

ფორუმში მონაწილეობდა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე. დღევანდელმა ფორუმმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ხარისხიანი განათლების,  ინოვაციების აუცილებელობა. რომ ქვეყნის მომავალს და ამ შემთხვევაში კასპს ტექნოპარკის და პროფესიული კოლეჯის სახით ახალგაზრდებისთვის ბევრის შეთავაზება შეუძლია, მნიშვნელოვანია თანაშექმნის სივრცის „კომლი“ს დაფუძნება და განვითარება. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ამ მიმართულებით ყოველთვის გამოხატავს მზაობას და თანადგომას - აღნიშნა ზურაბ კოპაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics