2021-12-16 13:21:43, 862 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით, მოადგილეებისა და სამახურის ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის, ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით, მოადგილეებისა და სამახურის ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტიან განხორციელებაზე გაკეთდა აქცენტი. განიხილეს ზამთრის სეზონთან დაკავშირებული საკითხები და წინასაახალწლო ღონისძიებების სამზადისი.
მერიის ინფორმაციით, თათბირის მუშაობა ომარ ტაკიძემ შეაჯამა, რომელმაც სამსახურის ხელმძღვანელებს ოპერატიული მუშაობისთვის მითითებები და დავალები მისცა.

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),