07:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 22:32:14, 990 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრს ეწვია და ბენეფიციარებს ტკბილეული მიართვა

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრს ეწვია და ბენეფიციარებს ტკბილეული მიართვა.

მუნიციპალიტეტის მერია,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. 

უწყების ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სარგებლობენ აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსზე მგზავრობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამით.  უზრუნველყოფილი არიან მედიკამენტების ვაუჩერით.   მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები სარგებლობენ  თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურებით. მოქმედებს, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე სპეციფიკური სამკურნალო კვების პროდუქტების შეძენისთვის ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამა და  მოვლის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის  პირებისთვის ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა. აღნიშნული პროგრამების დაფინანსება მომავალ წელსაც გაგრძელდება.

ომარ ტაკიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთებს, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სრულფასოვნად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათ შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics