2021-11-29 17:22:00, 1011 ნახვა
რეგიონი
სოფელ სასირეთში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის სკვერი მშენებლობა გრძელდება
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მშობლიურ სოფელ სასირეთში მისივე სახელობის სკვერის მშენებლობა გრძელდება. - ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტით დაგეგმილი სამუშაოებიდან სკვერი შემოიღობა დეკორატიული ღობით და მოეწყო ბორდიურები.
აღნიშნულ სკვერში განთავსებულია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი და დამონტაჟდა გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორებიც.
სკვერის დასრულების შემდეგ სოფელი ერთ სივრცეში ისარგებლებს ტრენაჟორებით და კეტილმოწყობილი სკვერით, ხოლო სკვერში მოწყობილი გასართობი საშუალებებით ბავშვები - აღნიშნა ვაჟა ჭაღიაშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),