2021-11-15 16:08:58, 1216 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს დავით დავითაძესთან ერთად, კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს, არსებული პრობლემების განხილვა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა.
კომუნალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, გარე-განათების სისტემების მოვლა-პატრონობა, სკვერების, მწვანე ნარგავების გაშენება, წყალმომარაგების, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და ა.შ.
უწყების თანამშრომლებს, ომარ ტაკიძემ, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოებისთვის, რომლებსაც ისინი მუნიციპალიტეტისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),