15:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 17:09:20, 1024 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნიგაზეულის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო

სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შუახევის განყოფილების უფროსთან, ფიქრია ჯუმუშაძესთან ერთად, ნიგაზეულის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა ამბულატორიასა და თემის სამედიცინო პუნქტში, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ტარდება. ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომია ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები.

,,აცრა ჩავიტარე ნიგაზეულის ამბულატორიაში, მეუღლესთან ერთად. ყველა ხანდაზმულს, ყველა ასაკის ადამიანს მოვუწოდებ მივიდნენ უახლოეს სამედიციო პუნქტში და ჩაიტარონ ვაქცინაცია, ჩვენივე ჯანმრთელობისთვის“ - აღნიშნა, ნიგაზეულში მცხოვრებმა ხანდაზმულმა, ნოდარ ხიმშიაშვილმა.

სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს სერვისით სახლთან ახლოს, სოფლიდან გაუსვლელად, უახლოეს სამედიცინო პუნქტში ისარგებლოს. ამ დროისათვის, სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, გასული ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრირებულია 2 500-ზე მეტი ვაქცინა.

,,აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი ყველა უბანზე. ასევე ჩართულია ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეული ვაქცინაციის მარათონში. რა თქმა უნდა, სოფლად ვაქცინაციის პროცესში კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და უმნიშვნელოვანესია სამინისტროს ჩართულობა, ერთად ვახორციელებთ კარდაკარ შეხვედრებს და კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციას“ - აღნიშნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შუახევის განყოფილების უფროსმა, ფიქრია ჯუმუშაძემ.

ჯამში აჭარაში სულ - ჩატარებულია 222 940 დოზა ვაქცინა. მათ შორის: I დოზით აცრილია- მოსახლეობის 32.2 %, 18 წელს ზემოთ 43.6 %; II დოზით - მოსახლ 29.6 %, 18 წელს ზემოთ 38.8 %; ხოლო სამიზნე ჯგუფის - 64.7 %.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics