09:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-08 12:17:48, 1027 ნახვა

რეგიონი
სოფელ გეტაში რიტუალების სახლის კეთილმწოყობა და მინი სტადიონის პროექტირება იგეგმება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები განახლდა. მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ გეტას მოსახლეობას შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფლის წინაშე არსებული საჭიროებები  განიხილეს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობა რიტუალების სახლის კეთილმოწყობასა და მინი სტადიონის პროექტირებას განახორციელებს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ჩვენს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ამჯერად სოფელ გეტას მოსახლეობას შევხდით და სოფლის წინაშე არსებული პრობლემები განვიხილეთ. მოსახლეობის თხოვნით, სოფელში რიტუალების სახლის კეთილმოწყობასა და მინი სტადიონის პროექტირებას განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ამ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით არ შემოვიფარგლებით და სოფლის მოსახლეობას კვლავ არაერთ პროექტს შევთავაზებთ. მოქალაქეებთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ჩვენს სოფლებში არსებულ პრობლემებს ადგილობრივებთან ერთად გადავჭრით“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics