2021-10-28 11:09:44, 1560 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლად ვაქცინაციის პროცესში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები ჩაერთნენ
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფლად ვაქცინაციის პროცესში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეები ჩაერთნენ, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის მნიშვნელობაზე სოფლებში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ეწევიან. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფლად ვაქცინაცია აჭარის რეგიონის ყველა თემის სამედიცინო პუნქტსა და ამბულატორიაში წინასწარ დაგეგმილ დღეებში იმართება, რომელსაც სოფლის ექიმთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უწევენ.
28 ოქტომბერს, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია შემდეგ სოფლებში გაიმართება: გუნდაური, ტაკიძეები, უჩხითი, აგარა, ახო, ჩეტკიძეები, ტიბეთა, კანტაური.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),