18:16 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 22:39:46, 4070 ნახვა

სხვადასხვა
ლუკას! მამიკო, მინდა, რომ დაიმახსოვრო - ბასილაშვილმა ქართველებას მადლობა გადაუხადა

დოჰას ტურნირის ჩემპიონმა ბასილაშვილმა გამარჯვებულის სიტყვა ქართულ ენაზე დაასრულა და შვილსა და თანამემამულეებს მიმართა:

„ლუკას! მამიკო, მინდა, რომ დაიმახსოვრო: შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები... და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, გულშემატკივრებს, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის!“- თქვა ბასილაშვილმა.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. ფინალში ბასილაშვილმა ორ სეტში ისე მოუგო ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა – 7:6(5), 6:2. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილისთვის ეს იყო მეექვსე ფინალი ATP-ის ტურნირებზე. პირველი ორი ფინალის წაგების შემდეგ, მან ზედიზედ ოთხი გადამწყვეტი მატჩი მოიგო ორჯერ ჰამბურგში, პეკინში და ახლა დოჰაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics