|
2020-12-11 14:14:09, 830 ნახვა
სამხედრო
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს შორის პარტნიორობის შეთანხმებას მოეწერა ხელი
საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ხოლო ნატო-ს მხრიდან გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის (JFTC) მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ადამ იოკსმა. ხელმოწერის ცერემონიალი, პანდემიის გამო დისტანციურად - საქართველოსა და პოლონეთში, ქალაქ ბიდგოშში გაიმართა. დოკუმენტი ხელს შეუწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას. პარტნიორობის შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და მრავალეროვნული ბრიგადისა და შენაერთების დონის სიმულაციურ სწავლებებზეა ფოკუსირებული. JFTC-თან პარტნიორობა შესაძლებელს გახდის საქართველოში NATO-სთან აფილირებული, წვრთნებისა და შეფასების ცენტრის არსებობას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც ქართველი, ასევე NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით და განახორციელებს საქართველოს თავდაცვის ძალების, NATO-ს და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების წვრთნასა და შეფასებას. აღნიშნული შეთანხმება ცალსახად წარმოაჩენს უფრო მეტი ნატო-ს არსებობას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გაერთიანებული ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) ხელმძღვანელობით JTEC-ში შეიქმნა 5 პოზიცია, რომელიც მუდმივად დაკომპლექტებული იქნება ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ცენტრის შესაძლებლობებს და გააღრმავებს ნატო-სთან თავსებადობას. JTEC-მა პოლონეთში მდებარე ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან (JFTC) მჭიდროდ თანამშრომლობა 2017 წლიდან მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. მენტორული ურთიერთობები JTEC-ის ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლების წარმმართველი (ODE) ფუნქციის შესასრულებლად მომზადებას ისახავდა მიზნად. მენტორული ურთიერთობების ფარგლებში, ნატო-ს მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით 2019 წელს საქართველოში ჩატარდა NATO-Georgia Exercise 2019. სწავლების ფარგლებში, საქართველო ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვის და ხელმძღვანელის სტატუსი მიენიჭა, რაც JTEC-ისა და JFTC-ის თანამშრომლობის ახალ, პარტნიორობის ეტაპზე გადასვლის საფუძველი გახდა.
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)