03:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-20 22:52:31, 3248 ნახვა

სპორტი
რუსეთის დუმის დეპუტატი - მარცხის ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური მოტივებია, სად იყურება UEFA?

„მარცხის ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური მოტივებია, სად იყურება UEFA?“ , - ასე გამოეხმაურა მოსკოვის „დინამოს“ მარცხს თბილისის „ლოკომოტივთან“ რუსეთის დუმის დეპუტატი, იგორ ლებედევი.

მან ასევე აღნიშნა, რომ სირცხვილი იქნება „ლოკომოტივი“ ჩგუფში მოხვდეს და თამაშები „მესხის“ არენაზე გამართოს.

“მარცხის მიზეზად უამრავ არგუმენტს დავასახელებ დაწყებული პოლიტიკური მოტივებით და დამთავრებული საშინელი ბალახის საფარით. ღმერთმა არ ქნას და თუ ''ლოკომოტივი'' ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, თამაშები ამ მინდორზე უნდა ჩაატაროს? სად იყურება UEFA?

ჩვენი კლუბები მზად არიან ძვირადღირებული მოთამაშეები შეიძინონ, მათ ტრანსფერებში დიდი თანხა გადაიხადონ, თუმცა არ არიან მზად თუნდაც ''ლოკომოტივის'' დონის გუნდების ბარიერი დაძლიონ. მარცხის მიზეზი მეტოქეში არ უნდა ვეძებოთ, პრობლემა რუსეთის პრემიერ ლიგაშია.

რუსულ ფეხბურთში, რუსულ კლუბებში, მათ სავარჯიშო სისტემებში პრობლემებია, რასაც ევროპულ ტურნირზე ასპარეზობა ადასტურებს” , -  განაცხადა იგორ ლებედევიმ.

ასევე შეგახსენებთ, რომ იგორ ლებედევი ის რუსი დეპუტატია, რომელმაც ქუთაისი „ტორპედოს“, თბილისის „ლოკომოტივსა“ და „რუსთავს“  UEFA-ში უჩივლა.

მან ფეხბურთელების დასჯა მოითხოვა, მიზეზი ანტისაოკუპაციო მაისურებით მოედანზე გასვლა იყო, თუმცა UEFA-მ დეპუტატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics