20:06 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 09:34:30, 794 ნახვა

სამართალი
მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე ბულგარეთში დააკავეს

მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე ბულგარეთის რესპუბლიკაში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფიის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლებმა, თბილისის ინტერპოლის ბიუროსთან თანამშრომლობით, 2009 წლიდან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საჩხერის რაიონული სამმართველოს მიერ  მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ზაზა ბ. ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სილისტრაში დააკავეს.

„ზაზა ბ-მ 2009 წლის 27 სექტემბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მიზნით, მოქალაქეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლებმა ზაზა ბ-ს ექსტრადირება მოახდინეს. იგი სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაშია შესახლებული“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics