18:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-30 10:38:38, 670 ნახვა

სამართალი
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და უკანონო სახერხი საამქროები დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული  სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5 პირი: 1992 წელს დაბადებული კახაბერ ფ, 1984 წელს დაბადებული გიორგი გ, 1976 წელს დაბადებული დავით ტ, 1972 წელს დაბადებული ზაური გ. და 1987 წელს დაბადებული ზურაბ გ. ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების  და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე  ამხილეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბორჯომის რაიონში  მხილებულების კუთვნილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს და უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი ჯიშის,  6,68 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი, დაუფირნიშებელი წიწვოვანი ჯიშის, 4,2 კუბ.მეტრი ხის მრგვალი  მორი და 25 კუბ.მეტრი დამუშავებული ფიცარი ამოიღეს.

გამოძიება ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობა ფაქტებზე მიმდინარეობს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით, 128-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 128-ე პრიმა-3 მუხლის მე-3 ნაწილით და 77-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics