16:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-31 11:55:11, 10804 ნახვა

სხვადასხვა
„ვაშინგტონ პოსტი“ - საქართველოს აქვს ტურიზმის ახალი სივრცე: ადგილი, სადაც პანდემიისგან ისვენებ

შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან დასასვენებელ თავშესაფრად სახელდება, - ამის შესახებ სტატიას "ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ქვეყანას აქვს სივრცე, სადაც შესაძლებელია პამდემიისგან დასვენება.

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქვეყანას კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლის დადებითი ტენდენცია აქვს.

"გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის პლაჟები. საქართველოს აქვს ტურიზმის ახალი სივრცე: ადგილი, სადაც პანდემიისგან ისვენებ.

საქართველოს რეაგირება კოროვირუსის წინააღმდეგ წარმატებულია: 746 დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 576 გამოჯანმრთელდა და 12 დაიღუპა", - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სიფრთხილით იწყებს ტურიზმის სექტორის განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ19-ის საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics