|
2015-08-11 10:31:08, 668 ნახვა
სამართალი
პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
ახმეტაში, სოფელ ალვანში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძახების დროს პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, ახმეტის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, სოფელ ზემო ალვანში, ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე გასულ პოლიციელებს, მოქალაქე ელიზბარ პ-მ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთ-ერთი სამართალდამცველი თავისა და გულმკერდის არეში დაიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის საავადმოყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე მოხდა სპეციალური დანიშნულების დანაყოფის მობილიზება. წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს - საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)