2020-03-30 21:08:33, 28023 ნახვა
ომი უკრაინაში
მივხვდი,რომ ეს ის გვირგვინი არაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი-პრინცი ჩარლზი გამოჯანმრთელდა
71 წლის უელსის პრინცმა ახალი ვირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინმფორმაციას ბრიტანული პრესა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მივხვდი, რომ ეს ის გვირგვინი არაა, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი!"-პრესის ინფორმაციით ეს განცხადება ელისაბედ II-ს ვაჟმა, პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსის ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ ვიწრო წრეში გააჟღერა.
მომავალ მონარქს COVID-19, მარტში დაუდგინდა .დაავადება მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობდა.
დედოფალმა საკუთარი ვაჟი ბოლოს 12 მარტს ნახა.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან