18:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 18:37:52, 638 ნახვა

სამხედრო
ხიდაშელი: ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დღეს ცივილიზებული სამყარო დგას

„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) გახსნამდე 10 დღე რჩება. ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ სასტუმრო „ჰუალინგში“ 24-25 მაისს გაიმართება.

კონფერენციის მნიშვნელობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სპეციალურ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია საიუბილეო თარიღია ჩვენთვის, საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი ქვეყნისთვის ორ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს ემთხვევა - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს, სწორედ, 25 წლისთავის ზეიმის დღეებში იქნება კონფერენცია და ის წინ უსწრებს ვარშავის სამიტს.

საქართველოში შეიკრიბებიან მთელი მსოფლიოდან ექსპერტები, თავდაცვის მინისტრები, პარლამენტის წევრები, ძალიან მაღალი თანამდებობის პირები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, როგორც ნატოს წევრი, ასევე არაწევრი სახელმწიფოებიდან და ერთად ვიმსჯელებთ მსოფლიოს მომავალზე, ვიმსჯელებთ უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა და ცივილიზებული სამყარო დგას. ჩვენ შევეცდებით ვიპოვოთ პასუხები. შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად ეძებეთ ეს პასუხები“, - აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად ნატოს მიეძღვნება და მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა - შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.

კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics