17:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 12:26:59, 427 ნახვა

პოლიტიკა
მედია: მოსკოვში ГРУ-ს უფროსის პირველ მოადგილეს ესროლეს, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა

მოსკოვში უცნობმა თავდამსხმელმა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსის პირველ მოადგილეს, ვლადიმირ ალექსეევს ესროლა. ამის შესახებ რუსული მედია Sota ტელეგრამ არხზე წერს.

მედიის ინფორმაციით, რუსი გენერალი გადარჩა და სროლის შემდეგ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოცემა SHOT-ის ცნობით, ალექსეევი მძიმე მდგომარეობაშია და ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. მედიის ინფორმაციით, სამჯერ ესროლეს, როდესაც ის 24-ე სართულზე მდებარე საკუთარი ბინიდან გამოდიოდა.

ტელეგრამ არხი Mash-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics