03:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 11:56:34, 994 ნახვა

სპეციალური ანონსი
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 14 ივნისს თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 14 ივნისს თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში 20-ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი,  რომელსაც რეგიონში მიმდინარე ეტაპზე აქტიური ვაკანსიები აქვს.

„ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების  დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თელავის დასაქმების ფორუმზე ყურადღება გამახვილდება შშმ და სსმ პირთა დასაქმებასა და ინტეგრირებაზე.

დასაქმების ფორუმის პარალელურად, ადგილობრივი სოციალური საწარმოებისა და  პროფესიული კოლეჯების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება.

ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გასტანს.

თელავის დასაქმების ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით იმართება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფორუმებს, მოქალაქეთა  დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  ყოველთვიურად მართავს. შემდეგ ღონისძიებას  ივნისის თვეში აჭარა უმასპინძლებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics