2019-08-26 14:28:39, 14819 ნახვა
High - Tech
Star Wars-ის ფანი სიკვდილის ვარსკვლავის გასაოცარ მაკეტს საკუთარი ფანტაზიით ამზადებს
"ვარსკვლავთა ომების" კინოსამყაროს მოყვარული , რომელიც სოც.ქსელ "ტვიტერზე" სახელად C3poC3 შეგიძლიათ მოძებნოთ , ე.წ სიკვდილის ვარსკვლავის მაკეტზე მუშაობას 2015 წლის 5 ივლისიდან შეუდგა.
C3poC3-მ ეხლახანს გამოაქვეყნა ახალი სურათები,რომლებშიც ჩანს, რომ 4 წლიანმა მუშაობამ არაჩვეულებრივი შედეგი გამოღო.

Star Wars-ის სამყაროში "სიკვდილის ვარსკვლავი" ბოროტი ძელების მიერ ხელოვნურად შექმნილ პლანეტას წარმოადგენს, მას რამდენიმე წუთში სხვა, მასზე ბევრად დიდი ობიექტის განადგურება დამუხტული სხივით შეუძლია.
მაკეტის დიამეტრი 50 სანტიმეტრია , ხოლო ყველაზე პატარა დეტალის ზომა 3 მილიმეტრზე მცირეა.

ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან