2015-01-23 13:43:38, 835 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია BP საქართველოში ინვესტიციების გაგრძელებას გეგმავს
კომპანია BP საქართველოში ინვესტიციების გაგრძელებას გეგმავს - დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა “British Petroleum“–ის აღმასრულებელ დირექტორთან რობერტ დადლისთან.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა BP-ს აღმასრულებელ დირექტორს უკვე განხორციელებული ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
ცნობისთვის, “British Petroleum“–ი მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული ნავთობკორპორაცია, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა 80 ქვეყანაში, 396.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი და ჰყავს 84 000 თანამშრომელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან