13:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 19:13:10, 589 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ვაზაგაშვილების ოჯახის გაუბედურებაში მონაწილე თითოეული დამნაშავის დასჯა, სახელმწიფოს ღირსების საქმეა

ვაზაგაშვილების ოჯახის გაუბედურებაში მონაწილე თითოეული დამნაშავის დასჯა, სახელმწიფოს ღირსების საქმეა,-ასე გამოეხმაურა  ვიცე-პრემიერი კახი კალაძე იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს.
მისივე თქმით, აღელვებული  საზოგადოება პასუხს ითხოვს და იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება  სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ.
"შემძრა იური ვაზაგაშვილის დაღუპვამ… ეს საშინელი დანაშაული  სასწრაფოდ უნდა  იქნას გამოძიებული, საზოგადოება აღელვებულია და ითხოვს პასუხს. ძალიან მიჭირს ამ ტრაგედიის სიტყვებით გაზიარება, ვუსამძმრებ და ვუთანაგრძნობ…სამწუხაროდ, კარგად მესმის თითოეული მოკლული ოჯახის… ჩვენ ერთი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ…ყველა სამართლის და შვების ძიებაშია, მაგრამ უსუსურია საკუთარი ტკივილის წინაშე…ვაზაგაშვილების ოჯახის გაუბედურებაში მონაწილე თითოეული დამნაშავე უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი… ეს არის სახელმწიფოს ღირსების საქმე თორემ ოჯახების ტრაგედიას უკვე არაფერი შველის",-წერს კახი კალაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
ცნობისთვის, იური ვაზაგაშვილი რამდენიმე საათის წინ, შვილის,  ზურაბ ვაზაგაშვილის,  საფლავზე, არსებული ინფორმაციით,  აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics