18:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 13:38:24, 946 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა თემქის მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თემქის მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა.

იუსტიციის მინისტრთან ერთად თემქის მოხუცთა პანსიონატს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ.

პანსიონატში ბენეფიციარებმა საზეიმო კონცერტი გამართეს და იქ დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

“ჩვენ დღეს ახალი წლის მოსალოცად თემქის მოხუცთა პანსიონატში მოვედით. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ჩემი ამომრჩევლები არიან. მე მათთან ახლო და სპეციალური ურთიერთობები მაკავშირებს, რომელიც ჩემთვის ძვირფასია და სწორედ ამიტომ მოვედი აქ, რომ მათ ახალი წელი მივულოცო. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ძველ და ახალ თაობას მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ და აქ არიან ახალგაზრდები, რომლებიც მათ გაახალისებენ”, - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მილოცვის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა მიმართა და პროექტ „ორი თაობის“ შესახებ ესაუბრა.

პროექტ „ორი თაობის“ მიზანია ახალგაზრდა მონაწილეებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics