2015-01-16 10:46:27, 592 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სათათბირო ერთ კვირაში გეგმავს
მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის სათათბირო ერთ კვირაში განახორციელებს.
ამის შესახებ დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.
სლუცკის განცხადებით, შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის.
„შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არ არის მიმართული მესამე ქვეყნის წინაარმდეგ. რუსეთ-აფხაზეთს შორის საზღვრის გამარტივებამ, ხელი უნდა შეუწყოს აფხაზეთში ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას, სადაც ყოველ წელს მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე ისვენებს“,-განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან