16:58 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-15 19:16:08, 607 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საქართველოსა და ესტონეთს ოსკარზე წარსადგენ ნომინანტთა შორის „მანდარინების“ დასახელებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგევლაშვილი საქართველოსა და ესტონეთს ოსკარზე წარსადგენ  სუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში  ზაზა ურუშაძის ფილმ "მანდარინების" დასახელებას ულოცავს.
ამის შესახებ მარგველაშვილი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს.
ოსკარის დაჯილდოვების 87–ე ცერემონია  22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართება.
„მანდარინები“ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ესტონეთის სახელით არის წარდგენილი.
ცნობისთვის, ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა მასში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი  აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე მოგვითხრობს. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე აფხაზეთში თავისი სურვილით დარჩა. ფილმში  ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობაა აღწერილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics