20:27 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 12:20:41, 1111 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კალაძე მელიაზე: ბატონ ნიკანორს საზოგადოების მოტყუება არ გამოუვიდა

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს მთავრობა ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენებას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაბის“ წევრმა ნიკანორ მელიამ საზოგადოების მოტყუება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.

„ნიკანორს არ გამოუვიდა საზოგადოების მოტყუება. მორალის წაკითხვას ვერ დავუწყებ ამ ადამიანებს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობას, ასეთი რამ არ არსებობს. საუბარი იყო პატარა ჰესზე, რომელიც წავკისში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა იმ მოცემულობის, როგორც ინვესტორს აქვს შემოტანილი, არამგონია განხორციელდეს, რადგან ფინანსურად საინტერესო არ არის“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics