23:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-25 20:29:47, 2170 ნახვა

საზოგადოება
პროფერსორ-მასწავლებლები 28 ნოემბრის მასშტაბურ აქციას უერთდებიან

პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ ისინი უერთდებიან ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციაზე უარის თქმის 1 წლისთავთან დაკავშირებულ აქციას. 

მათი განცხადებით, პროტესტმა ქართულ საზოგადოებასა და მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ საქართველო "ვერ იქნება ჩაკეტილი ქვეყანა."

"ის ხალხი, რომლებიც უკვე 1 წელია ვაპროტესტებთ თვითგამოცხადებული პრემიერი მიერ ევროინტეგრაციაზე უარის თქმას, ვუერთდებით 28 ნოემბრის აქციას და მოვუწოდებთ იმ ხალხს, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგა 1 წლის წინ, სწორედ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც უნდა იყოთ საზომი საზოგადოების - აუცილებლად გამოდით. უნდა გადავლახოთ ეს შიში და ერთხმად დავანახოთ მსოფლიოს და ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ჩაკეტილი ქვეყანა, ჩვენ ვერ ვიქნებით იზოლირებული ქვეყანა და ქვეყანას ვერ ექნება განათლების სისტემა, მეცნიერება და ხელოვნება, თუ ის იქნება ასეთ იზოლაციაში. გელოდებით ყველას, 28 ნოემერს, ნუ შეუშინდებით არსებულ სიტუაციას", - აცხადებენ პროფესორ-მასწავლებლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics