21:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 11:10:28, 2437 ნახვა

სპორტი
ბაიერნი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილით არის დაინტერესებული

ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა ბაიერნში გადავიდეს. პატივცემული სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, 22 წლის მეკარე მიუნხენური კლუბის პოტენციური სატრანსფერო მიზნების სიაშია.

მისი თქმით, ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიწყოს. თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია ბაიერნში გადასვლით.

როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, მამარდაშვილით ინგლისური და იტალიური კლუბები არიან დაინტერესებული.

მეკარე საქართველოს ნაკრებში თამაშობს. პარალელურად, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა თბილისში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, რომელთანაც ევრო 2023-ის 1/4 ფინალში გავიდა.

გასულ სეზონში მამარდაშვილმა "ვალენსიას" მაისურით ლა ლიგაში 38 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი გაუშვა და 7-ჯერ შეინახა კარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics