23:41 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 21:15:11, 1644 ნახვა

კომენტარი
გვარამია კიკაბიძეზე - დიდი სიყვარულით, გულდაწყვეტით და სიმწარით, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ

ის ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი შოუ-მენი იყო და მისი მთავარი ძალა უბრალო ხალხის სიყვარული იყო, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას.

მისივე თქმით, ბუბა კიკაბიძე იყო მაგალითი იმისა, რომ არტისტს ხალხის სიყვარულის და ფუფუნების გარდა, სწორი და მართალი სამოქალაქო პოზიცია უნდა ჰქონდეს და რომ ეს პოზიცია ჩუმად კი არ უნდა ატაროს, არამედ საჯაროდ გამოხატოს, რომ ესაა სწორედ სამშობლოსა და ხალხის მსახურება.

"არავითარი ელიტურობა, არავითარი "მეფის ნავში ჯდომა", არც ხუთოქტავიანი დიაპაზონი ან რამე მსგავსი - ის ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი შოუ-მენი იყო და მისი მთავარი ძალა უბრალო ხალხის სიყვარული იყო. სიკვდილის წინაც ამას გაუსვა ხაზი - "დამკრძალეთ დედისა და ცოლის გვერდით". და კრძალავენ კიდეც ვერის სასაფლაოზე, საოჯახო საძვალეში. მხოლოდ უზომოდ მასზე შეყვარებული ხალხი გააცილებს, უზომოდ ბევრი. არავითარი დაფა-ზურნა და დამკრძალავი კომისიები. გაასვენებენ და დაკრძალავენ, როგორც ნამდვილ სახალხო გმირს. კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ მისი ხრინწიანი თბილი ხმა, ფენომენალური არტისტულობა და პლასტიკა, გულის გამთბობი ღიმილი და უბრალოება. არ დაავიწყდებათ არც ის, ყველაზე კონფორმისტულ სფეროში მოღვაწემ, საკუთარი მაგალითით როგორ გვაჩვენა, რომ არტისტს მარტო ხალხის სიყვარულის ფუფუნება კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ სწორი და მართალი სამოქალაქო პოზიცია. რომ ეს პოზიცია ჩუმად კი არ უნდა ატაროს, არამედ საჯაროდ გამოხატოს და რომ ესაა სწორედ სამშობლოსა და ხალხის მსახურება.

RIP ბუბა კიკაბიძე. დიდი სიყვარულით, გულდაწყვეტით და სიმწარით, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ," - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics