17:34 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 18:18:53, 6979 ნახვა

სხვადასხვა
საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მებაჟე ოფიცრებისა და ექიმი-ეპიდემიოლოგების მუშაობას ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში გაეცნო

დღეს, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში არსებულ ვითარებას და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე გაეცნო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.

 მან, ასევე, დაათვალიერა საკარანტინო სივრცეები, (საველე კარვები), რომლებიც საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისო აეროპორტებსა და საბაჟო გამშვები პუნქტების მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა.

როგორც ცნობილია, მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებთან (ექიმი-ეპიდემიოლოგები) ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ მგზავრები მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, დროებით საველე კარვებში განთავსდებიან.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მგზავრთა კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში, ასევე, საერთაშორისო სარკინიგზო სადგურებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics