18:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 22:03:13, 4909 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა

საქართველოს ფოსტამ 2019 - 2020 წლის მარკების თემატური გეგმის ფარგლებში „ეროვნული გმირი“ - ჟიული შარტავას მარკა გამოსცა. მარკის ვიზუალში წარმოდგენილია ჟიული შარტავას პორტრეტი, რომლის ავტორიც გახლავთ მხატვარი თამაზ ხუციშვილი, ხოლო ფონზე გამოსახულია ეროვნული გმირის ორდენი და ჟიული შარტავას სახელობის მთა.

„ჩვენთვის მეტად საპასუხისმგებლო და საამაყოა საქართველოს ეროვნული გმირის, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ჟიული შარტავას მარკის გამოცემა, ამგვარად ჩვენ შევძლებთ მისი ღვაწლი და დამსახურება გავაცნოთ მთელ მსოფლიოს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მარკა დაიბეჭდა საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალპოლიგრაფიულ სტამბაში „Cartor Security Printing”. მარკის დიზაინი შექმნა გიორგი ქართველიშვილმა, მისი ნომინალური ღირებულება შეადგენს 2,40 ლარს, წარმოდგენილია ერთმარკიანი მცირე ფურცლით და გამოიცა 25 000-იანი ტირაჟით. საფოსტო მარკა მიმოქცევაშია და მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

საფოსტო მარკა, ისევე როგორც დროშა და გერბი აღიარებულია ქვეყნის სიმბოლოთ. მარკის მეშვეობით ხდება ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა, რადგან ამ პატარა ზომის ფურცელზე ასახულია ქვეყნის ღირშესანიშნაობები, გამოჩენილი პიროვნებები და მნიშვნელოვანი ფაქტები.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics