2019-10-09 17:09:25, 9196 ნახვა
სხვადასხვა
ისრაელში 5000 წლის ქალაქი აღმოაჩინეს [ფოტო]
ისრაელში, თელავივის ჩრდილოეთ ნაწილში, არქეოლოგებმა 5000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სპეციალისტების განმარტებით, ეს ბრინჯაოს ხანის ყველაზე მასშტაბური ურბანული ტერიტორიაა, რომელიც რეგიონში დღემდე აღმოუჩენიათ. მათოვე მტკიცებით, ამ აღმოჩენამ შესაძლოა ძირეულად შეცვალოს ისტორია.
მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქი, რომელიც თელავივიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, საგზაო სამუშაოების დროს შემთხვევით იპოვეს. არქეოლოგები მას აღწერენ, როგორც კოსმოპოლიტურს და დაგეგმარებულს. ქალაქის ფართობი 65 ჰექტარს მოიცავს, სადაც დაახლოებით 6 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს ადრეულ ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,