00:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 01:36:55, 5714 ნახვა

სხვადასხვა
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - განახლებადი ამბები

08:00 - საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა

08:15 - საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან გნაცხადა, მხარი დაუჭირა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

08:20 - შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, საკუთარი არჩევანი გააკეთა. მინისტრი ხმის მისაცემად მთაწმინდის მეხუთე უბანში იმყოფებოდა.

09:05 - ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

09:17 - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების მეორე ტურის გამართვის ალბათობა მაღალია.

09:24 - ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, N24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, მან ხმა მისცა კანდიდატს, რომელიც ნაკარნახევია პასუხისმგებლობის გრძნობით მომავლის წინაშე.

09:25 - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ენმ-ის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე კამერების დამონტაჟებას ცდილობდნენ.

09:32 - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსრა. მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

09:49 - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ილია მეორე საარჩევნო უბბანზე მეუფე შიოსთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად მივიდა.

09:50 - „ლეიბორისტული პარტიის“, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში განთავსებულ, N48-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

10:03 - ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

10:06​ - შსს - 10:00 საათის მდგომარეობით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია​

10:07​ - საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, ხმა მისცა კანდიდატს, რომელიც ყველას პრეზიდენტი იქნება.

10:10 - მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

10:17 - დიდუბეში N12 უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა

10:21ქუთაისის მე-40 საარჩევნო უბანზე ინცინდენტი მოხდა

10:29 - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საკუთარი ხმა ხონის ნომერ მესამე საარჩევნო უბანზე დააფიქსიირა

10:48 - ზუგდიდში, ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები საარჩევნო უბნების შესასვლელებთან არის გაკრული

10:52 -  თუშეთის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მონაწილეობს

10:56​ - ბორჯომის 36-ე ოლქის ერთ-ერთ უბანზე აგიტაციის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა

11:05 - საია: 10 საათის მონაცემებით რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა

11:11 - 10 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6.15% შეადგინა

11:21 - საარჩევნო პროცესში გამოვლენილი ხარვეზები - ცესკო-ს ბრიფინგი

11:46 - პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.

11:54 კობახიძე: ვნახეთ თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი - არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ

12:05 - კალაძე: არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს - ჩვენ მშვიდობა გვჭირდება

12:06 - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

12:08 - ზუგდიდში, ორსანტიას საარჩევნო უბანთან პოლიცია გამოიძახეს

12:10 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

12:08 ივანიშვილი: მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის

12:21 - „საარჩევნო უბნებთან „კოორდინატორების“ მობილიზება ხდება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ“ - ISFED-ი დარღვევებზე საუბრობს

12:26 - ბოლნისში №40-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მარკირების გარეშე შეუშვეს

12:28 - ცოდნისკარის მცხოვრები „ოცნების“ მხარდამჭერებს ზეწოლაში ადანაშაულებს

12:31 - ვაშაძე: რამდენი საჩივარი დაგროვდება - მწვავე შეკითხვებზე მოუწევს მთავრობას პასუხების გაცემა

12:47 - ახალქალაქში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, ზურაბიშვილის სააგიტაციო მაისურით ბავშვები დგანან

12:48 - მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ზონდერჯგუფებს ურეკავს და ფიზიკური ძალადობისკენ მოუწოდებს

12:57​ „მარკირების წესის დარღვევა, აგიტაციის ფაქტები, უბნების დაგვიანებით გახსნის შემთხვევები“ - PMMG-ს გამოვლენილი დარღვევები

13:04 - 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 15.95% შეადგინა

13:10 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: დაფიქსირდა 50-მდე დარღვევა - დაიწერა 4 საჩივარი

13:16 - ვაშაძე: ამომრჩევლები მიდიან დიდუბის მე-12 უბანზე, აძლევენ ხმას, იცვლიან ტანსაცმელს და შედიან მე-13 უბანზე

13:18 - სალომე ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა

13:48 - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“: გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან „ოცნების“ აგიტატორები არიან მობილიზებული

13:54 - მარნეულში ენმ-ის და „ოცნების“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია 2 პირი

13:55 - ცესკო: დადასტურდა, რომ პირი საარჩევნო უბანზე არასათანადო წესით გაცემული ბეიჯით იმყოფებოდა

14:11 - „მამაჩემიც მოვა...“ - წყნეთში, საარჩევნო უბანზე აგიტატორები დააფიქსირეს [ვიდეო]

14:18„მიიღებენ უმკაცრეს პასუხს“ - ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აფრთხილებს

14:22 - პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს

14:33 - თემქის საარჩევნო უბანზე ხმაური იყო - ნათელაშვილი კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპიდა [ვიდეო]

14:53 - საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა, მავთულხლართების მიუხედავად, არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

14:57 მდინარაძე - მოვუწოდებ ოპოზიციას, თავი დაანებობ ჩვენს აქტივისტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას

15:06​ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა” ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

15:21 - გორში ამომრჩეველმა მოითხოვა, ხმა შვილის ნაცვლად მიეცა და უარის თქმის შემდეგ სამაგიდო სია დააზიანა - საია

15:26 - ბოკუჩავა: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჟინვალის 47-ე უბანზე ამომრჩევლებს 20, 30 და 50 ლარს ურიგებენ

15:45 - „ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, არჩევნებზე ამ დროისთვის 1000-მდე დარღვევა დაფიქსირდა

15:45 - გიორგი ქობულია - ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში

15:50 - „დავაფიქსირეთ 25 ინციდენტი, დაიწერა 7 საჩივარი“ - PMMG დარღვევებზე საუბრობს

16:06 - ღარიბაშვილი: ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის შემოტანის მცდელობა იყო, მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა

16:12 - გრიგოლ ვაშაძე - არჩევნებში ფანტასტიკური შედეგით ვიმარჯვებთ

16:20 - ივანე მაჭავარიანი: ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივცემდი ხმას

16:22 - მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენლები ბიულეტენების განადგურებასაც კი არ ერიდებიან

16:27 - საია: მანქანას, რომლითაც საარჩევნო ყუთი გადაჰქონდათ ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი ეკრა

16:28 - მდინარაძე - ამ დროის მონაცემებით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს

16:34 - 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 30.98% შეადგინა

16:36 - „რვის შემდეგ დაგანახებთ ვინ ვარ“ - ISFED-ის ცნობით, მარნეულის საკრებულოს დეპუტატი დამკვირვებელს დაემუქრა

17:08 - გიორგი ვაშაძე: საარჩევნო უბნებზე მასიურად ხდება პირდაპირი მოსყიდვების დაფიქსირება

17:10 - უგულავა: ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის ე.წ. კარუსელის გამეორება სურს

17:24 - მელია: მთელი ქვეყნის მასშტაბით შრიალებს ბიძინა ივანიშვილის ფული, მაგრამ ეს არ გიშველით

17:43 - ცესკო „ედისონ რისერჩთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

18:02 - 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 38.16% შეადგინა

18:09 - თამარ ჩუგოშვილი - გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე უბანზე არეულობა იგეგმება

18:16 - შსს - ამ დროისთვის, შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი დაფიქსირდა

18:27 - საია: დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს

19:04 - კობახიძე - ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს

19:23 - „ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ კონვერტში უკვე იდო შევსებული ბიულეტენი“ - ISFED-ის მონაცემები

20:00 ეგზიტპოლი - ზურაბიშვილი 40%, ვაშაძე 40%, ბაქრაძე 10%

20:01საქართველოს მასშტაბით საარჩენო უბნები დაიხურა

20:08 - „ქართული ოცნების“ ეგზიტპოლი: ზურაბიშვილი - 52.3%, ვაშაძე - 28.1%, ბაქრაძე - 9.2%

20:22 - სალომე ზურაბიშვილი: ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს

20:28 - პრემიერი: ყველას ვულოცავ არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას

20:36 - „ევროპული საქართველოს“ ეგზიტპოლით, არჩევნებში 37%-ით ვაშაძე ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, 34%-ით ზურაბიშვილია

20:37 - ჯაფარიძე: ეგზიტპოლის შედეგებითაც კი, „გირჩი“ ყველაზე პერსპექტიული პარტიაა საქართველოში

20:40დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა

20:43 - დავით ბაქრაძე - არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ

20:49 - გრიგოლ ვაშაძე: მეორე ტურშიც მოვიგებთ - მადლობა „ევროპულ საქართველოს“

20:50 - გიორგი ვაშაძე: ცესკო-მდე შორი არ არის - დროა ხმები დავიცვათ

21:03 - „ცესკო-ს დაველოდოთ, ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვიქნებით“ - ივანიშვილი და პარტიის სხვა ლიდერები ზურაბიშვილის შტაბში მივიდნენ

21:25 - კალაძე: სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ

21:26 - მიხეილ სააკაშვილი: თუ ივანიშვილი ეცდება მოსტაცოს ხალხს გამარჯვება, ის ძალიან ცუდად დაასრულებს

21:34 - საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 46,74%-მა მიიღო მონაწილეობა [ვიდეო]

21:45 - ამ წუთებში ცესკო-ში ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლა მიმდინარეობს [ვიდეო]

22:15 - გიორგი ვაშაძე: პარალელურ რეჟიმში დათვლილი 100 უბნიდან 92-ში ვაშაძე ლიდერობს

22:47 - „აგიტაცია საარჩევნო უბანზე და სხვა დარღვევები“ - ISFED-ის შემაჯამებელი ბრიფინგი

23:07  - ცესკო: საერთო ჯამში საოლქო კომისიებში 364 საჩივარი შევიდა

23:31 - მამუკა მდინარაძე: ავღანეთში ორივე უბანზე ზურაბიშვილმა 397, ვაშაძემ კი, 261 ხმა მიიღო

 

00:01 - დათვლილი საარჩევნო უბნების ნაწილზე გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

00:21 - კობახიძე: გამოიკვეთა და ცხადია, რომ არჩევნების მეორე ტური შედგება

00:24 - კობახიძე - ცესკო-ს მონაცემებს აცდენილია როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე ჩვენი ეგზიტპოლის შედეგები

01:00 - ცესკო-ს წინასწარი შედეგები: ზურაბიშვილი - 40,05%, ვაშაძე - 37.83%, ბაქრაძე - 10.83%

01:31 - 748 საარჩევნო უბნის შედეგებით - ზურაბიშვილი - 43.05%, ვაშაძე - 35.35%, ბაქრაძე - 10.56%

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics