14:26 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 12:40:23, 690 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსის მოადგილე მაიორი ჯონათან დრეიკი მედლით - „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

თავდაცვის მინისტრმა მაიორ ჯონათან დრეიკს ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხებში შეტანილი მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. მაიორმა ჯონათან დრეიკმა როტაციის ვადის ამოწურვის გამო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობა დაასრულა.

დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.           





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
თურნავა: თუ იმედის ბანკის შექმნაზე განაცხადი შემოვა, განვიხილავთ
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics