|
2018-03-05 16:45:19, 2431 ნახვა
სხვადასხვა
20% OF MY COUNTRY IS OCCUPIED BY RUSSIA - პასპორტის ყდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ
საქართველო ოკუპირებულია - ვუთხრათ ხმამაღლა, მსოფლიოს! - პასპორტის ყდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ 20% of my country is occupied by Russia - ამ წარწერით აქსესუარების კომპანია Giovanni Morra-მ პასპორტის ახალი ჩასადები დაამზადა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. საქართველო ოკუპირებულია - ვუთხრათ ხმამაღლა, ვუთხრათ მსოფლიოს! - ნივთი აღნიშნული ტექსის მოტივებზეა შექმნილი. მისი შეძენა ყველა მსურველს 30 ლარად შეუძლია. ის საქართველოშია დამზადებული და მისი მიწოდება უფასოდ ხდება. "მჯერა რომ თავისუფლება, რომლითაც ჩვენ ყველანი დავიბადეთ, ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს. ისტორია კი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს მოყვება, არასდროს დანებდება წინაღობებს. ქართველებმა სწორედ ასეთი მეამბოხე თავისუფლებისა და დაუღალავი ბრძოლისუნარიანობით შემაყვარეს თავი. ამის შემდეგ შეუძლებელია არ გჯეროდეს, რომ ვერავინ წაგართმევს ერთობას, როგორ ბევრჯერაც არ უნდა ცადონ. და მაინც, როდესაც შეეცდებიან წაგართვან მიწა, მავთულხლართებით შემოიჭრან ეზოებში და შენს დამოუკიდებლობას ჩუმად და ნელ-ნელა დაეპატრონონ, აუცილებლად უნდა იპოვო გზა, მოყვე ოკუპაციის ისტორია. მჯერა, რომ თქვენ ყველას, ჩვენ ყველას, გვსურს ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ ოკუპაცია აქ და ახლა ხდება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რთულია იპოვო სიტყვები, რომლებსაც ყველა მოუსმენს და გაიგებს. თუმცა, ყოველი დიდი ნახტომი პატარ-პატარა ნაბიჯებით იზომება. მეც გადავწყვიტე ერთი პატარა ნაბიჯი გადამედგა. სხვადასხვა ქვეყანაში ჩემი მოგზაურობისა და ხეტიალის ისტორიები "ხმების შეგროვებითა" და შემდეგ მათი გავრცელებით იქმნება. საქართველოშიც "ხმების შემგროვებლობამ" მომიყვანა. მაშინ, როდესაც ხმა ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანია, მსურს მისი გავრცელების შესაძლებლობა სხვებსაც მივცე. მჯერა, რომ ხშირად მცირე დეტალები იმაზე მეტს და უფრო ხმამაღლა ამბობენ ვიდრე სიტყვებს შეუძლიათ. და როდესაც თავისუფლება ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს, შენი მთავარი სათქმელი შეიძლება პასპორტზეც დაიტანო და შენთან ერთად ამოგზაურო მთელ მსოფლიოში", - წერს Giovanni Morra.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)