|
2015-05-13 17:11:23, 645 ნახვა
სხვადასხვა
ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპულ ბავშვებს პატივი მიაგეს
ქობულეთის #1 და #2-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ, ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ თამარ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ გადაწყვიტეს, რომ თანადგომა ამ ფორმით გამოეხატათ და პატივი მიეგოთ გარდაცვლილი ბავშვებისთვის და მათი მშობელბისთის. მოსწავლეებთან ერთად სასტუმრო „არმაზთან“ იმყოფებოდა ქობულეთის მკვიდრი საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელი ევროპის პარლამენტში გიორგი ქათამაძე, მან დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ქობულეთში მომხდარი უბედური შემთხვევა, არა მხოლოდ რუსთავისა და ქობულეთის, არამედ სრულიად საქართველოს ტრაგედიაა, "გავრცელდა ბრალდებები, რომელიც არის დაუზუსტებელი. ამით ირღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის დეკლარაციის ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია ადამიანის უფლება, რომ ის არის უდანაშაულო სანამ არ დამტკიცდება მისი დანაშაული. შესაბამისად, ამ მუხლის დარღვევა რომ არ მოხდეს, როდესაც ქვეყანას აქვს ევროპეიზაციის და ევროინტეგრაციის ამბიცია, მინდა მოსახლეობას ვთხოვო, თავი შეიკავონ და გამოძიებას და ექსპერტიზას სცენ პატივი და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, რომელიც იქნება საფუძვლიანი", - განაცხადა გიორგი ქათამაძემ. თათული ქათამაძე "ექსპრესნიუსისთვის" ქობულეთიდან
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)