2015-04-19 12:26:48, 609 ნახვა
სამხედრო
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს კონფლიქტის ზონიდან გამოყვანა ვერ ხერხდება
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს კონფლიქტის ზონიდან გამოყვანა ვერ ხერხდება. ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს კონსულმა ირაკლი აგლაძემ „რუსთავი2“-ს განუცხადა.
მისივე თქმით, ქართველი მებრძოლის ცხედრის საბრძოლო ზონიდან გამოყვანას ელოდებიან, რის შემდეგაც საელჩო დაუყოვლებლად დაიწყებს გადმოსვენების პროცედურებს.
შეგახსენებთ, ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში გუშინ დაიღუპა. ის ბატალიონ „აზოვში“ მსახურობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან