23:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 11:19:47, 2665 ნახვა

მსოფლიო სხვადასხვა
„კუ-კლუქს-კლანის“ ლიდერის მკვლელობაში მისი მეუღლეა ეჭვმიტანილი

რადიკალური რასისტული ორგანიზაცია "კუ-კლუქს-კლანის" ლიდერის, 51 წლის ფრენკ ანკონის ცხედარი მდინარე მისურის ნაპირზე იპოვეს, - ამის შესახებ The New York Times იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ანკონის მკვლელობაში მისი მეუღლე და მეუღლის ვაჟია ეჭვმიტანილი. 

როგორც გამოცემა წერს, ანკონი 9 თებერვალს,  საკუთარ სახლში ოჯახური კამათის დროს მოკლეს. ამის შემდეგ კი 44 წლის მალისა ანკონმა, მეუღლის ცხედარი, შვილის დახმარებით, მდინარეში გადააგდო.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გარდაცვლილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ამასთან, მათივე თქმით, ანკონის მკვლელობა მის კლანში წევრობას არ უკავშირდება. 

ცნობისთვის, ფრენკ ანკონი "კუ-კლუქს-კლანის" წევრი 30 წლის განმავლობაში იყო. ის ხელმძღვანელობდა კლანს 2009 წელს. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ მცირე 29 კონკურენტული დაჯგუფება მოქმედებს, რომლებიც ერთმანეთს მედიის და მოსახლეობის ყურადღების მიქცევაში ეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ "კუ-კლუქს-კლანი"  1865 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ აშშ-ში შეიქმნა. იმ დროისთვის ორგანიზაციის წევრების რაოდენობა 6 მილიონს აღწევდა. ისინი კლავდნენ და ლინჩის წესით ასამართლებდნენ ფერადკანიანებს, მათ დამცველებს და ასევე, კომუნისტებს. აღსანიშნავია, რომ ბევრი საქმე სადაც კლანის წევრები ფიგურირებდნენ ამ დრომდე გახსნილი არ არის. აქედან გამომდინარე უცნობია მათ მიერ ჩადინილი მკვლელობების ზუსტი რაოდენობა. დღეს ისინი დასუსტებულები არიან, თუმცა მათი „თეთრი რასის“ იდეები ისევ ცოცხლობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics