15:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-28 11:39:07, 450 ნახვა

პოლიტიკა
ავთანდილ ბერიძე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

როგორც ბერიძემ პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულ საკითხს კომისიის სხდომაზე დააყენებს.

"საქმე საქართველოს კონსტიტუციასთან აჭარის კონსტიტუციის მიმართებას ეხება. არის პრობლემები, რომლებიც გადასაწყვეტია, რადგან გარკვეულ პუნქტებში აჭარის კონსტიტუცია წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. ეს მოსაგვარებელია და საკონსტიტუციო კომისია სწორედ ამისთვის არის შექმნილი“, - განაცხადა ბერიძე.

მისივე განმარტებით, წინააღმდეგობები პრეზიდენტსა და მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება.

"საქართველოს კონსტიტუცვიაში შევიდა ცვლილებები და ქვეყანაში აღნიშნულ ინსტიტუტებთან მიმართებაში ერთი წლის წინ მიდგომები შეიცვალა, აჭარის კონსტიტუციაში კი შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელებულა და დღესაც დარჩენილია ძველი მიდგომები, ურთიერთობები და დათქმები. ეს სასწრაფოდ, უახლოეს მომავალშია შესაცვლელი“, - განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics