01:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 11:16:16, 415 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძე 31 მარტს პარლამენტის სხდომაზე მთავრობის დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე 31 მარტს პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარსდგეს, მთავრობის წევრების დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობაში პარლამენტში სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით  გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. 

„პარლამენტში სხდომაზე მთავრობის დასწრების აუცილებლობა არ არის. თუმცა, თუ მთავრობა დაესწრება ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. გუნდში ვიმსჯელებთ და დასწრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა კალაძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტში გიორგი მარგველაშვილი 31 მარტს წარსდგება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ, პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართა.  პრეზიდეტის ადმინისტრაციის ძირითადი მოთხოვნაა, 31 მარტს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სხდომაზე მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და იმ ინსტიტუტების წარმომადგენლები უნდა იყვნენ წარმოდგენილები, რომლებიც ტრადიციულად, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ. 

აღნიშნულ სხდომას უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics