16:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 12:42:07, 337 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: დღეს თბილისში, რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით

„დღეს თბილისში, რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით და ისინი მისტირიან წარსულს, ბოროტებას, არ განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგიერთი დესტრუქციული ძალები, ცდილობენ ქვეყნის განვითარება ხელოვნურად შეაფერხონ.

„დღეს თბილისში, რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით და ისინი მისტირიან წარსულს, ბოროტებას, არ განვითარებას. ჩვენ კი დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ სიყვარული. ერთმანეთს კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ პატივისცემა, ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, ვიფიქროთ მომავალზე. ეს არის მომავლის საქართველო და არა ის, რომ ზოგიერთი დესტრუქციული ძალები, ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის განვითარება, მაგრამ, ჩვენ არც ერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა რაიმე ფორმით შეფერხდეს. ჩვენ გვჯერა უკეთესი მომავლის, ძლიერი საქართველოსი და ძლიერი რეგიონის“, - განაცხადა პრემიერმა, რომელიც მარნეულში, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ადგილობრივებისთვის ნოვრუზ ბაირამის მისალოცად იმყოფება.

ცნობისთვის, დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics