15:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 12:44:44, 701 ნახვა

სხვადასხვა
მედვედევი: მოდით ყავა „ამერიკანოს“ სახელი შევუცვალოთ და „რუსიანო“ დავარქვათ

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გამოდის ინიციატივით, რომ ყავა "ამერიკანოს", "რუსიანო" დაერქვას. აღნიშნულის შესახებ მედვედევმა, 16 ნოემბერს, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

მედვედევი ბელარუს კოლეგებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათი ქმედებები საკმაოდ კონსტრუქტიული იყო, რასაც ბერალუსის პრემიერ-მინისტრი ანდრეი კობიაკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ამაში ყავა დაეხმარა.

"კობიაკოვმა თქვა, მომეცით ერთი ამერიკანო, რაც საკმაოდ არაპოლიტკორექტულად ჟღერს. მოდით ამერიკანოს სახელი შევუცვალოთ", - განაცხადა მედვედევმა და ალტერნატიული სახელად "რუსიანო" შესთავაზა.

ამასთან, 2014 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის რამდენიმე კაფეს მეპატრონემ დაწესებულებაში "ამერიკანოს" გაყიდვაზე უარი თქვა. კერძოდ, ერთ-ერთ კაფეში გაჩნდა შემდეგი შინაარსის წარწერა: "ყურადღება! შექმნილი არასტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ყავა სახელწოდებით "ამერიკანო". მოითხოვეთ ყავა "ყირიმული". რამდენიმე ყავის აპარატზე, ღილაკი წარწერით "ამერიკანო" ასევე შეცვლილია "რუსიანოთი".

ცნობისთვის, ყირიმი და სევასტოპოლი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში 2014 წლის მარტში შევიდნენ. უკრაინამ და მსოფლიოს უმეტესმა ნაწილმა რეფერენდუმის შედეგი უარყო. მაშინ როდესაც, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ შეერთების პროცედურა ყველა ნორმატიული აქტის დაცვით განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics