17:32 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-21 10:15:33, 320 ნახვა

პოლიტიკა
ნორლანდი: მნიშვნელოვანია, ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული ჰქონდეთ

„მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული ჰქონდეთ“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტს   დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ვალდებულია კანონის შესაბამისად უსაფრთხოების ზომები დაიცვას.

„საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატები მიმდინარეობს და ეს უფრო ინტენსიური ხდება 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს გამოხატვის თვისუფლება ჰქონდეთ და მათ მოქალაქეებისათვის საკუთარი პოზიცია ხელმისაწვდომი გახადონ. მთავრობას, კი ბუნებრივია ევალება უსაფრთხოების ზომები დაიცვას“, – აღნიშნა ნორლანდმა.

ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელია აქციაზე პროვოკაციას ადგილი არ ჰქონდეს

„აუცილებელია საზოგადოების ნაწილს ამ პროცესის თავის სასიკეთოდ გამოყენების საშუალება არ მიეცეს“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ცნობისთვის, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქციის დაწყებამდე იქნება ორი დიდი შეკრება: ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics