2015-03-19 17:28:32, 441 ნახვა
პოლიტიკა
დანია რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგაარდი რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ "მოკავშირეობისა და ინტეგრაცვიის შესახებ“ ე.წ „ხელშეკრულების“ გაფორმების ფაქტს გმობს.
როგორც მინისტრი აცხადებს რუსეთის ეს ქმედებები სტაბილურობას საფრთხეს უქმენის.
მარტინ ლიდეგაარდი ე.წ. „ხელშეკრულების“ გაფორმების ფაქტს საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა.
"ე.წ ხელშეკრულება სტაბილურობისთვის საფრთხეა და ის უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, დანია და ევროკავშირი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია მარტინ ლიდეგაარდის მიკრო-ბლოგის გვერდზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან