00:36 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 10:11:25, 331 ნახვა

პოლიტიკა
ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატად იან კელი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში ელჩობის კანდიდატად იან კელი წარადგინა.

ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

აღნიშნულ თანამდებობაზე კელი რიჩარდ ნორლანდს ჩაანაცვლებს.

„იან კელი მინისტრ-მრჩევლის კლასის კარიერის დიპლომატია. 2013 წლიდან დღემდე ის ილინოისის უნივერსიტეტში (ჩიკაგო) სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტ-დიპლომატად მსახურობს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2010-2013 წლებში, იან კელი, ელჩის რანგში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის წარმომადგენელი იყო. 2009-10 წლებში იან კელი სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობდა. 2007-09 წლებში ის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში რუსეთის საქმეთა ოფისს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2004-07 წლებში ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი იყო. 2000-04 წლებში იან კელი იტალიაში, 1997-2000 წლებში კი თურქეთში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცრად მუშაობდა. 1994-96 წლებში ის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დახმარების კოორდინატორის ოფისში პროგრამის ოფიცერი იყო. იქამდე ბატონ კელის ეკავა სხვადასხვა პოზიციები აშშ-ის მისიებში ავსტრიაში, სერბეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იტალიაში. 1985 წელს დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე ის ყოფილ საბჭოთა კავშირში რუსული ენის პროგრამის რეზიდენტი-დირექტორი იყო და ნიუ-იორკში ბერნარდისა და კოლუმბიის კოლეჯებში ასწავლიდა. ბატონ კელის ბაკალავრის ხარისხი წმინდა ოლაფის კოლეჯში, მაგისტრის ხარისხი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში აქვს მიღებული“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics