23:07 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 12:38:13, 348 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგი არის ის, რომ სინათლე გვაქვს

აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგი არი ის, რომ სინათლე გვაქვს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთში, ენგურჰესის საკითხზე, ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების  შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მდგრადი და ძველი ურთიერთობები აფხაზურ მხარესთან, სწორედ ენგურჰესთან არის დაკავშირებული.

„პირველი კონტაქტი, რაც მოხდა მას შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებას მოუწია აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება. 2013 წელს პირველ კონტაქტში მეც ვმონაწილოებდი და ეს მოხდა სწორედ ენგურჰესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მაშინ, ქართველ ინჟინრებს მოუწიათ იქაურობის დატოვება, გაჩერდა ენგურჰესი და ეს ძალიან სერიოზული პრობლემა გახდა მაშინ. პირველ კონტაქტი შედგა ენგურჰესთან დაკავშირებით და ქართველი ინჟინრები დაუშვეს. მას შემდეგ 21 წელი გავიდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ რეგულარულად ხდება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ენგურჰესთან დაკავშირებით შეხვედრები. ყველაზე მდგრადი კონტაქტები, სწორედ ენგურჰესთან დაკავშირებითაა აფხაზურ მხარესთან. ამ შეხვედრების შედეგი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სინათლე, ენგურჰესი მუშაობს და ეკუთვნის საქართველოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics