12:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 16:40:17, 545 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ მეუფე იაკობს 22 011 ლარის ღირებულების Toyota Landcruiser გადასცა

მთავრობამ კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობს 22 011 ლარის ღირებულების შავი ფერის  Toyota Landcruiser  სახელმწიფო ნომრით ROS – 300   გადასცა.

აღნიშნული ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსცა. 

უწყებამ ეს გადაწყვეტილება მეუფე იაკობის წერილის საფუძველზე მიიღო. 

ეპისკოპოსმა ეკონომიკის სამინისტროს წერილით 2014 წლის 8 ოქტომბერს მიმართა, უწყებამ კი, მოძრავი ქონების მეუფესთვის უსასყიდლოდ გადაცემის ბრძანება 2015 წლის 26 იანვარს გამოსცა.

დღესვე აღნიშნული  ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია  TDI-მმა გაავრცელა. ორგანიზაციამ აღნიშნული ბრძანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics