10:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 16:51:16, 730 ნახვა

სხვადასხვა
ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეცხრედ უთხრეს უარი

ჯონ ლენონის მკვლელს, მარკ დევიდ ჩეპმენს ვადამდელ პირობით გათავისუფლებაზე მეცხრედ უთხრეს უარი, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედიის ინფორმაციით, დევიდ ჩემპმენი ლეგენდარული ჯგუფის Beatles-ის ლიდერის მვლელობისთვის უკვე 35 წელია სასჯელს იხდის. კომისიის დადგენილებით, 61 წლის ჩეპმენი სამუდმაო პატიმრობის მოხდას ნიუ-იორკის მკაცრი რეჟიმის ციხეში გააგრძელებს.

მარკ დევიდ ჩეპმენმა ვადამდელი გათავისუფლების შუამდგომლობით კომისიას პირველად 2000 წელს მიმართა. მაშინ მან სააპელაციო კომისიას განუცხადა, რომ საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ის ასევე ამბობდა, რომ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები, რამაც მას ლენონის მოკვლა აიძულა.

შეგახსენებთ, რომ 1980 წლის 8 დეკემბერს ჩეპმენმა ოთხჯერ ესროლა მუსიკოსს, როდესაც ჯონ ლენონი და მისი მეუღლე იოკო ონო ხმის ჩამწერი სტუდიიდან სახლში ბრუნდებოდნენ. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჩეპმენმა ლენონთან სურათი გადაიღო.

ჩემპენს შეუძლია კომისიას ვადამდელი გათავისუფლების თხოვნით მეათედ 2018 წლის აგვისტოში მიმართოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics