12:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-09 17:14:59, 381 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს ხვდება

პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ აინტერესებთ  პრეზიდენტის პოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

"პირველები ვიყავით "თავისუფალი დემოკრატები" ვინც გავაჟღერეთ საგანგებო სხდომის მოწვევის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია.დღეს მოვედით პრეზიდნეთან,  რომ გავმართოთ კონსულტაციები, რას ფიქრობს ის.ხედავს თუ  არა ამ სხდომის მოწვევის აუცილებლობას.იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. ვგულისხმობ ეკონომიკურ კრიზისს, ვალუტის ლარის დევალვაციას. ჩვენ პრეზიდენტთან წინა შეხვედრის დროს გვქონდა საუბარი სწორედ ამ საკითხებზე. მან თქვა,  რომ ის შეხვდებოდა მთავრობის  ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს,  მოისმენდა მათ პოზიციას, დაელოდებოდა სავალუტო ფონდის  მისიის მუშაობას და  შემდეგ უკვე შეაჯამებდა  მთავრობასთან ერთად პოზიციას, მაგრამ  დავინახეთ, რომ მთავრობა  არ არის მზად იმისათვის, რომ პასუხი გასცეს დღევანდელ  არსებულ პრობლემებს და ამ გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, დღეს კიდევ  ერთხელ ჩაითვალა საჭიროდ  ორივე  მხირდან, ჩვენი პარტიის, ასევე  პრეზიდენტის  მხრიდან, რომ შევხვედრილიყავით და გაგვევლო კიდევ ეს თემა, რას ფიქრობს პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენთვის და რეალურად თუ იქნება მოწვეული პრეზიდენტის მხრიდან  ეს საგანგებო სხდომა, როგორ დაიგეგმება",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობენ "თავისუფალი დემოკრატების" წევრები: ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, ნინო გოგუაძე და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics